ეს განვითარების უალტერნატივო გზაა.

ეს განვითარების უალტერნატივო გზაა . მსოფლიო საზოგადოება დღეს დამაჯერებელ ნაბიჯებს დგამს, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების იმ სტადიისაკენ, რომელსაც ტრადიციულად „ცოდნის ეკონომიკა“ ეწოდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ ცოდნაში ინვესტირება, ასევე მისი გარდაქმნა წარმოების ეფექტიან იარაღად. ახალი ტექნოლოგიების, მრეწველობის ახალი დარგების, ახალი ეკონომიკების დაფინანსების საფუძველს ვენჩურული, იგივე სარისკო კაპიტალი წარმოადგენს. ვენჩურული კაპიტალის ბაზარმა პირველად 1940-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ფორმირება. ევროპაში ამ მოვლენამ შედარებით გვიან, 1970-იან წლებში მოიკიდა ფეხი, საქართველოში კი მის შესახებ საუბარი მხოლოდ 2000-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ამდენად, ვენჩურული კაპიტალის ინვესტირება, საბანკოსგან განსხვავებით, ეკონომიკური აზრის გამოყენებითი სფეროს საკმაოდ ახალი მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ორ მნიშვნელოვან მიმდინარეობას, როგორიცაა საინვესტიციო და ინოვაციური მენეჯმენტი, დაგეგმვა, პროგნოზირება, ტექ...