ეს განვითარების უალტერნატივო გზაა.

 


ეს განვითარების უალტერნატივო გზაა.

მსოფლიო საზოგადოება დღეს დამაჯერებელ ნაბიჯებს დგამს, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების იმ სტადიისაკენ, რომელსაც ტრადიციულად „ცოდნის ეკონომიკა“ ეწოდება.

ამდენად, მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ ცოდნაში ინვესტირება, ასევე მისი გარდაქმნა წარმოების ეფექტიან იარაღად.
ახალი ტექნოლოგიების, მრეწველობის ახალი დარგების, ახალი ეკონომიკების დაფინანსების საფუძველს ვენჩურული, იგივე სარისკო კაპიტალი წარმოადგენს.

ვენჩურული კაპიტალის ბაზარმა პირველად 1940-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ფორმირება.

ევროპაში ამ მოვლენამ შედარებით გვიან, 1970-იან წლებში მოიკიდა ფეხი, საქართველოში კი მის შესახებ საუბარი მხოლოდ 2000-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
ამდენად, ვენჩურული კაპიტალის ინვესტირება, საბანკოსგან განსხვავებით, ეკონომიკური აზრის გამოყენებითი სფეროს საკმაოდ ახალი მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ორ მნიშვნელოვან მიმდინარეობას, როგორიცაა საინვესტიციო და ინოვაციური მენეჯმენტი, დაგეგმვა, პროგნოზირება, ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი

უცხოურ ეკონომიკურ ლიტერატურაში

უცხოურ ეკონომიკურ ლიტერატურაში ვენჩურული კაპიტალის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების საკითხი შედარებით ფართოდ და ღრმად არის დამუშავებული და ეს ისტორიულად გამართლებულიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ ვენჩურულ ბაზარს იქ განვითარების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.
ვენჩურული კაპიტალის ინვესტირების პრობლემები ასახულია ისეთი მეცნიერების ნაშრომებში, როგორებიც გახლავთ უ. ბიგრეივი (Bygrave), ი.კუპერი (Cooper), ჯ.ლერნერი (Lerner), ჯ.პოტერბა (Роterba), ე.რობერტსი (Roberts), ვ.ფრიდი (Fried), რ.ჰიზრიჩი (Hizrich) და სხვა. მაგრამ ვენჩურული ბაზრის ზოგიერთი მიმართულების შექმნა, რომელსაც ასაბუთებენ ჩამოთვლილი ავტორები, საეჭვოა, მთლიანად გამოადგეს საქართველოს, სადაც სრულიად განსხვავებული სოციალურეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების ძირეულად განსხვავებული ისტორიული პირობები გვხვდება.

 

➽ გააგრძელე კითხვა, სტატიის სრული ვერსია
💡მითითებული ლინკით შეგიძლიათ გადახვიდეთ სტატიის სრულ ვერსიაზე.  ორიგინალი ქართულ ენაზეა, მაგრამ გვერდის სულ ზემოთ არის გუგლის ტრანსლიატორის ღილაკი და შეგიძლიათ ათარგმნინოთ თქვენთვის სასურველ ენაზე.



Comments

Popular posts from this blog

ვენჩურული პროექტი

,,ამაზონი" რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით